,,სამართლიანი არჩევნების” მიერ პარალელური დათვლის შედეგებით „ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა”
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ ხმების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით (45.8 პროცენტი) 1.8 პროცენტით გაიზარდა ( 47.6). თავდაპირველად, ხმების პარალელურმა დათვლამ მმართველი პარტიის მონაცემებში, ცესკოს შედეგებთან შედარებით, ყველაზე მაღალი – 3-პროცენტიანი სხვაობა აჩვენა, დაზუსტებული მონაცემებით კი ცდომილება 0.62 პროცენტამდე შემცირდა. ორგანიზაციის განმარტებით, შიდა აუდიტმა ხმების პირველადი პარალელური დათვლის დროს გარკვეული ხარვეზები გამოკვეთა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტები უმნიშვნელოდ შეცვალა. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ცვლილება გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
,,ცესკო-ს შედეგებისა და ხმის პარალელური დათვლის მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური გადათვლის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას დაშვებული ხარვეზი აშკარა იყო, რის შესახებაც, პარტიის ოფისში არაერთი ბრიფინგი გაიმართა. მმართველ გუნდში ასევე განმარტეს, რომ შესაძლო ცდომილების შესახებ ინფორმაცია უცხოელ პარტნიორებს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაწოდა, რის შემდეგაც ორგანიზაციაში შიდა აუდიტი ჩატარდა.
,,ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ -ის პარალელური დათვლის შედეგებში ხარვეზის შესახებ იცოდა. გიგი უგულავა იმ კონფლიქტის შესახებაც ყვება, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბოლო შეხვედრაზე დავით ბაქრაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა და სწორედ “სამართლიანი არჩევნების” -ს ეხებოდა.
გიგი უგულავას თქმით, ირაკლი კობახიძემFED-ის ფორმულაში ხარვეზის არსებობის შესახებ ერთი კვირით ადრე იცოდა, რაც ბადებს ეჭვს, რომ ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ ალგორითმში რაღაც მანიპულაცია მოხდა. ,,ერთი კვირით ადრე საიდან იცოდა კობახიძემ, რა დასკვნა დაიდებოდა? როცა თვითონ ელენე ნიჟარიძემ არ იცოდა დასკვნის შედეგი? იმიტომ, რომ მანიპულაცია იქ არის. ალგორითმი, სოფტით ხდება ეს და შეაღწიეს, როგორც ჩანს, იმამაძაღლეს და გაგულისებული და ცოტა ჯანზე მოსული კობახიძე ცდილობდა, ეს თემა შემოეტენა. ფაქტია, რომ ეს არის რაღაც იდიოტურად დაგეგმილი სპეცოპერაცია სუს-ის ჰაკერების და მომსმენების საშუალებით და დაგეგმეს, უბრალოდ, იმდენად იდიოტები არიან, რომ ნორმალურად ვერ შეასრულეს და ენა გაუვარდათ წინ. იმდენად ანთებული იყო და ეტყობოდა კობახიძეს, რომ „ჟულიკობდა“ რაღაცას, რომ გავაფრთხილე ნიჟარაძე, რაღაცა მწიფდება თქვენს თავს-მეთქი”, – ამბობს გიგი უგულავა.
ამასთან, მისი თქმით, Pსაარჩევნო ბიულეტენებს არ ითვლის, არამედ ითვლის ოქმებს, რომლებიც უკვე ბევრჯერ გადაწერეს. ასევე, P არ ითვლის არჩევნებზე მოსყიდვის, კარუსელების შემთხვევებსაც.
გაგაცნობთ პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს :
„ქართული ოცნება“ – 47.6%/±0.7% (თავდაპირველი შედეგი – 45.8% ; ცესკო – 48.14%);
„ენმ-ძალა ერთობაშია“ – 27.4/±0.6% (თავდაპირველი შედეგი – 26.4%; ცესკო – 26.78%);
„ევროპული საქართველო“ – 3.8%/±0.2% (თავდაპირველი შედეგი – 3.7% ; ცესკო – 3.79%);
„ლელო საქართველოსთვის“ – 3.2%/±0.2% (თავდაპირველი შედეგი – 3.1% ; ცესკო – 3.22%);
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.2%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 3.1%; ცესკო – 3.1%);
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.1%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 3%; ცესკო – 3.15%);
„გირჩი“ – 3.0%/±0.2% (თავდაპირველი შედეგი – 2.8%; ცესკო – 3.00%);
„მოქალაქეები“ – 1.3%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 1.3% ; ცესკო – 1.36%);
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 1%; ცესკო – 1%);
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ – 0.9%/±0.1% (თავდაპირველი შედეგი – 0.9%; ცესკო – 0.85%).