„მასწავლებლობა პროფესიაზე მეტია, ბავშვი კი თავად მზე“
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
თეონა ხომერიკი ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელმაც მიზნის მისაღწევად რთული და ძნელი გზა გაიარა. როგორც თვითონ ამბობს, მასწავლებლობა პროფესიაზე მეტია, სკოლა – მისი განუყოფელი ნაწილი, ხოლო ბავშვი – თავად მზე.
მაღიზიანებს – უტიფრობა.
ვგრძნობ – სითბოს.
მეშინია – საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
შემიძლია – ვიშრომო მიზნის მიღწევამდე.
არ შემიძლია – ლაქუცი.
ვმეგობრობ – ბავშვებთან.
ვაპატიებ – ყველაფერს.
ვტირი – როცა სიკეთეს ვხედავ.
ვიცინი – გულიანად
ვეძებ – მეტ ცოდნას.
ღირსი ვარ – მიზნის მიღწევის.
ვკარგავ – დროს.
მაინტერესებს – ყველაფერი ორიგინალური.
არ მაინტერესებს – სხვისი ცხოვრება.
მახსოვს – ყველა დახმარების ხელი, რომელიც გამოუწვდიათ.
მრცხვენია – უთქმელი სიტყვების.
ვმალავ – სევდას.
ვინახავ – მოგონებებს.
მწამს – სიკეთის.
მიკვირს – უმადურობა.
მიხარია – სხვისი ბედნიერება.
ვამაყობ – ოჯახით.
ვაკეთებ – მაქსიმალურს.
მესიზმრება – მონატრებული ადამიანი.
ვეხმარები – მათ, ვისაც ვჭირდები.
მწყინს – უყურადღებობა.
ვუსმენ – გულისყურით.
ვკითხულობ – ყველაფერს.
ვცხოვრობ – იმედით.
ვმღერი – ხშირად.
ვასრულებ – კეთილსინდისიერად.
მიყვარს – ადამიანი.
ვოცნებობ – ერთიან სამშობლოზე.
ვფიქრობ – უკეთესობაზე.
ვნანობ – დაკარგულ დროს.
მენატრება – ბავშვობა.
მსურს – ყველასთვის კარგი.
ვალამაზებ – საკუთარ თავს.
ვაფასებ – ერთგულებას
ვაღწევ – მიზნებს
სკოლა ჩემთვის არის – ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
გაკვეთილი – დრამატურგია
მასწავლებლობა – პროფესიაზე მეტი
ბავშვი – მზე