ამბები
სემეკი მოსახლეობას მიმართავს
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
სოციალურ ქსელში ვაწყდებით მოსახლეობის გულისტკივილს, რომლებმაც ვერ ისარგებლეს სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე დაწესებული სუბსიდიით. ისინი ამბობენ, რომ კომუნალური აღრიცხვა არა 30-ე დღეს, არამედ 33-ე ან 35-ე დღეს მოხდა, ეს კი თვეზე მეტია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სემეკს მომართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამდედ 32-ე და 33-ე დღეებზე. კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას. მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეების ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სულ ნანახია
537
დღეს ნანახია
1