ბათუმის მერიამ წლის ნომინაციებში გამარჯვებულნი დააჯილდოვა
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
არაერთი წელია ბათუმის მუნიციპალიტეტი იმ გამორჩეული დამსახურების მქონე ადამიანებს აჯილდოებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ამა თუ იმ სფეროში წარმატებული მოღვაწეობით. რჩეულებს აქამდე საზეიმო საღამოზე იწვევდნენ და მათ ღვაწლს საჯაროდ აღნიშნავდნენ. წელს პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, დაჯილდოების საღამო არ გამართულა. მერიის წარმომადგენლებმა წარმატებულები მერიაში დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მიიწვიეს, წარმატება პერსონალურად მიულოცეს, სიგელები და ლამაზი თაიგულები გადასცეს, განსაზღვრული რაოდენობის ფულადი ჯილდოები კი პირად ანგარიშებზე ჩაურიცხეს. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებად დასახელდნენ სპორტსმენები, მწვრთნელები, კულტურის მოღვაწენი, ხელოვანები.
აი, ისინიც:
ნომინაციაში „წლის სპორტსმენი“ გაიმარჯვეს ანა დიასამიძემ და გიორგი თხილაიშვილმა, „წლის მწვრთნელის“ წოდება მიენიჭათ ხათუნა გიორგაძესა და მამუკა მჟავანაძეს, „წლის დებიუტანტები“ გახდნენ ლანა აბაშიძე და გოგა ხმალაძე, „წლის ვეტერანი“ – გიორგი ქავთარაძე.
„წლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის“ წოდება მიენიჭათ: ეთერ შალამბერიძეს, ბაჩანა აბაშიძეს, ზვიად არძენაძესა და გიორგი ჩიგოგიძეს, ნომინაციის „წლის გუნდი“ გამარჯვებულები გახდნენ: ზურაბ აბრამიშვილი, გიგა ბაინაზიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ტიელიძე, გივი გიორგაძე, ტარიელ მჟავანაძე, გიგა ტორონჯაძე, გიორგი ახალბედაშვილი, დაჩი ვარშალომიძე, გიორგი ლაპიაშვილი, უჩა მაისურაძე, რატი მსხვილიძე, ალექსი ცხადაია, ნოდარ ანთიძე, დავით ფარტენაძე, დავით კაკულია, გოჩა თურმანიძე, გოგა კახიძე და გივი ზაქარაძე.
„ჯილდო სპორტული მიღწევებისათვის“ საცხენოსნო კლუბიდან გიორგი ძინძიბაძესა და გენადი ბოლქვაძეს გადაეცათ, ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდიდან – გოჩა მუხაშავრიას, გენადი ბერიძეს, ანდრეი სლეპცოვს, გიორგი ალიშანიძეს, გიორგი ბათაძეს, ზვიად დუმბაძეს, იოსებ გოგიტიძეს, ლაშა სურმანიძეს, მალხაზ წითელაძეს, ნუგზარ ჯიჯავაძეს, პაატა თევზაძეს, გიორგი ქაშიბაძეს, დავით ხოსრუაშვილსა და გიორგი გოგოლაძეს, ფრენბურთის გუნდიდან – ელიზაბედ ფალავანდიშვილს, ნანა წოწონავასა და მწვრთნელ თამარ ლატარიას, ხოლო სარაგბო კლუბიდან – სანდრო თოდუასა და ლაშა ხმალაძეს.
ნომინაციაში „წლის ჟურნალისტები“ გამარჯვება მოიპოვეს: გიორგი მურვანიძემ, ქეთი ბოლქვაძემ, ჯემალ არობელიძემ, ბესო ჩიბურდანიძემ და დარეჯან (მანანა) ძიძიშვილმა.
„წლის ხელოვანები“ გახდნენ ნატალია ორაგველიძე და მანუჩარ შერვაშიძე, „რჩეული ხელოვანები“ – ცისანა ანთაძე, მაია ჭყონია და ირინა ტორონჯაძე, ხოლო „წლის დებიუტანტი“ – ბაჩი მიქელაძე. ნომინაცია „დიდოსტატის“ გამარჯვებულები არიან: მარიამ ჯახუტაშვილი, მალხაზ კოჩალიძე, ჯემალ გორგილაძე, ნინო ნიჟარაძე და ოთარ გოგოლიშვილი, „წლის კულტურის მუშაკები“ – ლელა სურმანიძე, ვაჟა ცისკარიძე, ნანული ზამბახიძე, ლილი ვარშანიძე და სეირან ბაროიანი, ხოლო ნომინაცია „ხელოვანი ბათუმისთვის“ გამარჯვება წილად ხვდა იოსებ ჯორბენაძეს. „წლის კოლექტივის” წოდება მიიღო რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა. სპეციალური ჯილდო „აქტიური შემოქმედება” გადაეცათ ბათუმის მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრსა და ბათუმის თოჯონებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.
ეს დაჯილდოება ყოველწლიურია. ტრადიციული სახე მიიღო, რაც ჩემთვის სასიხარულოა. დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა დაწესებულებამ წარადგინა. განაცხადის შემოტანა და თავისი რჩეულის წარდგენა ასევე შეეძლო 20-კაციან ჯგუფს. ყველა განაცხადი განიხილა სპეციალურმა კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები, ვისაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ამა თუ იმ სფეროს განვითარებისთვის. ისინი ჩვენგან ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას. წელს პირველად, წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად ფიზკულტურის მასწავლებლებიც დავაჯილდოვეთ. პანდემიის გამო, რა თქმა უნდა, ისე პომპეზურად ვერ აღვნიშნეთ, მაგრამ შევეცადეთ მაინც მიგველოცა მათთვის, თუნდაც აი, ასე, – გვითხრა ბათუმის ვიცემერმა სოფო ხალვაშმა.
ცნობილ ხელოვანებთან ერთად ნომინაციაში „ხელოვანი ბათუმისათვის“ დასახელდა არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამეკურსელი იოსებ ჯორბენაძე, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელია, ბათუმელემს საუკეთესოდ დაამახსოვრა თავი ქუჩის მხატვრობით.
ჩემთვის საოცრებაა, რომ დამასახელეს ისეთი ადამიანების გვერდით, როგორებიც არიან ქალბატონები ნინო ნიჟარაძე, მარიამ ჯახუტაშვილი, ირინა ტორონჯაძე, მაია ჭყონია. . . ეს ჩემი საქმიანობისთვის კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს. შევეცდები უფრო მეტი გავაკეთო და გავახარო ისინი, ვისაც ჩემი ხელოვნება მოსწონს, – გვითხრა იოსებ ჯორბენაძემ.
უღრმესი მადლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაფასებისთვის. მადლობა ჩემი გუნდის თითოეულ წევრს და მათ მშობლებს. დამეთანხმებით, რომ არც ისე ადვილი იყო ამ დისტანციურ რეჟიმში შედეგის დადება. ეს ჩემი არაჩვეულებრივი გოგონების, ჩემი მარგალიტების დამსახურებაა. მიხარია, რომ ამ გუნდის ქორმაისტერი მქვია, – გვითხრა მაგდა მათითაიშვილმა, სწორედ ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა მიიღო „წლის კოლექტივის“ წოდება.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს სპორტულ თუ შემოქმედებით საქმიანობაში.