საქართველოში ახალი კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 19 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს 165 ადამიანი, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 47, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7. კლინიკურ სასტუმროში რჩება 133 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში – 81, თვითიზოლაციაში – 647.
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, ხოლო 660 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ჩატარდა 24 359 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 451, პისიარტესტით – 7 908. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,08%, ბოლო 14 დღის – 3,36%, ბოლო შვიდი დღის – 3%.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 191, აჭარაში – 19, იმერეთში – 108, ქვემო ქართლში – 26, შიდა ქართლში – 40, გურიაში – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 46, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 910, აჭარაში – 165, იმერეთში – 454. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 47, იმერეთში – 120. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში – 87, აჭარაში – 7, იმერეთში – 14. 284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 132 – თბილისში, 133 – აჭარაში, 19 – იმერეთში. 2 290 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 878, აჭარაში – 647.