ქვეყანაში კოვიდ-19-ის 535 ახალი შემთხვევიდან 28 აჭარაში გამოვლინდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 143 ინფიცირებული. კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა. ამჟამად 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. აჭარის კლინიკებში მკურნალობას 165 პაციენტი გადის, კოვიდსასტუმროში რჩება 139 ინფიცირებული, ონლაინკლინიკაში – 124.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 ტესტი, შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 265 200-ს.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღეში – 3.2%, ხოლო 7 დღეში – 2.75%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 257 441-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 343 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 201, აჭარაში – 28, იმერეთში – 101, ქვემო ქართლში – 36, შიდა ქართლში – 40, გურიაში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 41, იმერეთში – 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში – 6, იმერეთში – 13.
277 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 124 – თბილისში, 139 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 108, ხოლო აჭარაში – 52. სულ 6 ოქტომბრიდან 13 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 776 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 421, აჭარაში – 665, იმერეთში – 1 330.