საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა
მარი მიდასელი 27 48 93 –
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 25 აგვისტოდან საქართველოში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.
კონკრეტულად, კვების ობიექტების მუშაობა დაიშვება არა 23:00 საათამდე, არამედ 22:00 საათამდე.
2 სექტემბერს სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოსოვოს საფეხბურთო მატჩი ბათუმის სტადიონზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ისევე, როგორც ყველა სხვა დაშვებული სპორტული ღონისძიება.
კვლავ აკრძალულია გასართობი და კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა – ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.
პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
ამასთან, ქვეყანაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.