მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ების 2020 წლის ანგარიში – ხელვაჩაურის საკრებულოში
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
ხელვაჩაურის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა 12 საკითხზე იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა 2020 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშები წარადგინეს.
სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში შპს „ფერა გრუპის“ მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმაც დამტკიცდა. ნაკვეთზე დაგეგმილია საცხოვრებელი და მულტიფუნქციური დანიშნულების კომპლექსის განაშენიანება. პროექტი მოიცავს სავაჭრო ცენტრს, კომერციულ სივრცეებს, სასტუმროს, რესტორნებს და სანახაობრივ ობიექტებს, ასევე სავარჯიშო დარბაზებს, აუზს და ღია სპორტულ მოედნებს.
-სხდომაზე განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დღეს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა წარმოგვიდგინეს 2020 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშები. თითოეულმა ა(ა)იპ-მა ძალიან კარგად იმუშავა, თუმცა მაინც მინდა გამოვყო შპს „ხელვაჩაურის წყალკანალი“ და „ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური“, ასევე, დასაფასებელია „ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მუშაობა, რომელმაც პანდემიის პირობებში მოახერხა, 5-ჯერ დაერიგებინა ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები, რა თქმა უნდა, სახლში მიტანით, – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.