ანდრეი დემჩენკო – „დინამო“ ბათუმის ახალი მწვრთნელი
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ გენერალური დირექტორის ასლან ბალაძის ინფორმაციით, ანდრეი დემჩენკოს ბათუმში დღეს ელოდებიან. გუშინ კლუბმა ახალ მწვრთნელთან უკვე ყველაფერი შეათანხმა და გუშინვე საღამოს გადაწყდა, რომ ანდრეი დემჩენკო გუნდს სათავეში დღეიდან – 24 აგვისტოდან ჩაუდგება, სავარაუდოდ, პირველ ვარჯიშსაც გუნდთან დღეს გამართავს. დემჩენკო ბათუმელთა აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა ევროთასებზე წარუმატებლად ითამაშა.
შავიზღვისპირელებმა უკრაინელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმეს.
ანდრეი დემჩენკო გორის „დილას“ 2021 წლის იანვრიდან ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, კლუბი ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მანამდე ის უკრაინულ კლუბებში მუშაობდა („მეტალისტი 1925“ და „ბუკოვინა“).
27 აგვისტოს ბათუმელები თბილისში „გაგრას“ ხვდებიან და ანდრეი დემჩენკოს დებიუტი საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის რანგში, სწორედ იქ შედგება.
წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს და ახალ მწვრთნელს.