ამბები
არ გადაიხადოთ თანხა, მომსახურება უფასოა!
ბათუმში მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები მიმდინარეობს. მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად იტალიური ეზოები თვეში ერთხელ, ხოლო მრავალბინიანი სახლების სარდაფები და სადარბაზოები თვეში ორჯერ, სპეციალური ხსნარით იწამლება. დეზინსექციის სამუშაოები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
ფიქსირდება შემთხვევები, როცა დეზინსექციის სამუშაოების ჩატარებისთვის მოსახლეობისგან თანხას ითხოვენ, რაც არანაირ კავშირშია სანდასუფთავების სამსახურთან.
“სანდასუფთავება” მოგიწოდებთ, არ გადაიხადოთ აღნიშნული მომსახურებისთვის მოთხოვნილი თანხა, რადგან სადეზინსექციო სამუშაოებს სანდასუფთავების სამსახური უფასოდ ახორციელებს.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ შპს „სანდასუფთავების“ ცხელ ხაზზე – 0 422 242 000, 577 49 59 59.
სულ ნანახია
377
დღეს ნანახია
1