აჭარა-უმსხვილეს ამერიკულ სამოგზაურო პლატფორმაზე
ქართულ კულტურას, ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას, ხინკალს, ალი და ნინოს ისტორიას უმსხვილეს ამერიკულ სამოგზაურო პლატფორმა -ის გვერდზე, უკვე 50,5 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. ეს ვიდეოები ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმაზე,
აღსანიშნავია, რომ ცნობილი ამერიკული პლატფორმის, E-ის დამფუძნებლები რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით აგვისტოში იმყოფებოდნენ.
კამპანიის ფარგლებში, პლატფორმა 24 მილიონზე მეტ გამომწერს გააცნობს აჭარას ორი თვის განმავლობაში.
„ეს არის ამ პერიოდში ყველაზე ნახვადი და ვირუსული ვიდეო საქართველოდან, რომლის ნახვებიც ყოველდღიურად 2 მილიონით იზრდება”- ასე უწოდა E-მა ღვინის დაყენების ტრადიციაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელსაც გვერდზე ამ ეტაპზე 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. E-ი გამომწერებს აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს ორი თვის განმავლობაში გაუზიარებს.
E-ის მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური შინაარსის მქონე ვიდეოებით. იგი აერთიანებს ველურ ბუნებას, ცხოველებს, არქიტექტურასა და სხვადასხვა, ტურისტებისათვის მიმზიდველ აქტივობებს, ასახავს მათ საკუთარ პოსტებში, რაც გვერდს ხდის მრავალფეროვანს და დინამიურს მილიონობით აუდიტორიისთვის. აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.