,,თოფუზმა” გამარჯვებულები დაასახელა
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა „თოფუზი“ (ფესტივალის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ზურაბ დიასამიძე), რომელზეც 95 ქვეყნის 116 ფილმი იყო წარმოდგენილი, გამარჯვებულები დაასახელა.
ფილმები სხვადასხვა კატეგორიად იყო დაყოფილი – საბავშვო, მოზარდთა, სადებიუტო, ასევე, ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები, რომელსაც მთავარი, ახალგაზრდული (ორივე საერთაშორისო) და ერთიც საბავშვო ჟიური აფასებდა.
ფესტივალი რეჟისორ დავით სიხარულიძის საინტერესო ანიმაციური ფილმით „ჩაკრულო“ გაიხსნა (არასაკონკურსო).
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ:
გრან პრი – ,,ერთგვარი აღთქმა” (საფრანგეთი);
საუკეთესო ფილმი დიდებისთვის – ,,ოჯახური პორტრეტი” (ხორვატია);
საუკეთესო დებიუტი – (ავსტრალია);
საუკეთესო ფილმი ბავშვებისთვის – ,,გამოქვაბული” – (კორეა);
საუკეთესო სტუდენტური ფილმი – ,,ადამიანური რესურსები” (საფრანგეთი);
საუკეთესო სერიალი – ,,სამუელი” (საფრანგეთი);
საუკეთესო ექსპერიმენტული ანიმაცია -,,შაკლი” ( დიდი ბრიტანეთი);
ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი – „ფარო“ ( საქართველო).
გამოვლინდა საუკეთესო რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკის ავტორი.