ამბები
ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს
20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მასთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
ქართველი კაპიტნი ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათის გაგრძელდა.
ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.
აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე.
სულ ნანახია
98
დღეს ნანახია
1