ამბები
24 იანვარი – განათლების საერთაშორისო დღე
2018 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.
იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანაბარი, ყოვლისმომცველი და სამართლიანი განათლების გარეშე ქვეყნები ვერ შეძლებენ გენდერული თანასწორობის და სიღარიბის დაძლევას.
განათლების საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, საქართველოში კი ეს დღე პირველად, 2019 წელს აღნიშნეს.
სულ ნანახია
116
დღეს ნანახია
2