საჯაროდ კითხვის დღე – „წიგნები გაჯეტების ნაცვლად“
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
დღეს საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ პროექტს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა კვირეულით შეუერთდა. მის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ნორჩ მკითხველებთან და მშობლებთან სლოგანით – „წიგნები გაჯეტების ნაცვლად“. საჯარო ბიობლიოთეკას ეწვივნენ მახინჯაურის საჯარო სკოლის მესამე ბ კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მთავარ ბიბლიოთეკარებთან – ნანა კვაჭაძესთან და ლელა სურმანიძესთან ერთად საჯაროდ წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და ბესიკ კეკელიძის მოთხრობრები.
საჯარო კითხვაში ბიბლიოთეკარებთან ერთად სხვადასხსვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ელიტარული სკოლა „გორდას“, კერძო სკოლა „ნიკეს“, სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“, ფერიისა და ბათუმის #15 საჯარო სკოლების მოსწავლეები.
კერძო სკოლა „განათლებაში“ გაიმართა წიგნის ბაზრობა, რომელზეც მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო წიგნები წარმოადგინეს და სტუმრებს კითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
დღეს ბიბლიოთეკაში მშობლებმა და შვილებმა ერთად წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „თევზის წერილები“.