ლელა ჯავახიშვილი – საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ასპარეზობა გაიმართა, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ჩემპიონატი ფიდეს წესებით, წრიული სისტემით გაიმართა და მასში 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა, აქედან ოთხი აჭარის წარმომადგენელი იყო – ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე.
ლელა ჯავახიშვილმა 9-და 7,5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. მანამდე საქართველოს ჩემპიონატებში მან 2001, 2004, 2014 და 2016 წლებშიც გაიმარჯვა.
9-დან 7 ქულით მეორე ადგილი ნინო ბაციაშვილმა დაისაკუთრა, მესამე – მერი არაბიძემ (6,5 ქულა).
მეოთხე ადგილზე ბელა ხოტენაშვილი გავიდა (6 ქულა), მეხუთეზე – სალომე მელია (4 ქულა), მეექვსეზე – კესარია მგელაძე (4 ქულა), მეშვიდეზე – მარიამ ცეცხლაძე (3 ქულა), მერვეზე – ნია დოღვანი (2,5 ქულა), მეცხრეზე – დიანა ლომაია (2,5 ქულა), მეათეზე – ანასტასია კირთაძე (2 ქულა).
საპრიზო სამეული ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.