სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრობენ
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 48 სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
მათ შორის არიან გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების პროცესს საკუთარი ანგარიშებით აფასებენ. ნაწილი ამ ორგანიზაციებისა ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირებული სხვადასხვა ტიპის დარღვევის შესახებ უკვე აქვეყნებს მონაცემებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა. კერძოდ:
11:02 – დუშეთის 28-ე საოლქო კომისიის #9 საარჩევნო უბანზე „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ოგრანიზაციის” დამკვირვებელი კომისიის წევრებს ამომრჩევლების ვინაობას ეკითხება და ინიშნავს, რაც შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა.
10:39 – დუშეთის 29-ე საოლქო კომისიის #1 საარჩევნო უბანზე მარკირებას არ აკეთებდნენ. შენიშვნის მერე ეს დარღვევა აღმოიფხვრა.
10:27 – გურჯაანის 12-ე საოლქო კომისიის #1 საარჩევნო უბანზე ის წარმომადგენელს ფოტოების გადაღების გამო აძევებდნენ. საბოლოოდ, მას, საოლქო კომისიის ჩარევის შემდეგ, აღარ დაატოვებინეს უბანი.
10:05 – მთაწმინდის პირველი საოლქო კომისიის #31 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ამომრჩეველს ჰკითხა სახელი, გვარი და მისამართი.
09:42 – საბურთალოს მესამე საოლქო კომისიის #90 საარჩევნო უბანზე მედია „ნიუპოსტის“ ორი წარმომადგენელი ახდენს ყველა ამომრჩევლის ფოტო-ვიდეო გადაღებას. იმ ფაქტის შესახებ დაწერა საჩივარი.
09:40 – ისნის მეხუთე საოლქო კომისიის #52 საარჩევნო უბანზე მედია „ნიუპოსტი“ იღებს ამომრჩეველის სახეებს ვიდეოთი და გაურკვეველი პროგრამით ამუშავებს მას. თავმჯდომარე არ ახდენს რეაგირებას. იმ ფაქტის შესახებ დაწერა საჩივარი.
09:35 – ახმეტის მეთვრამეტე საოლქო კომისიის #4 საარჩევნო უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას. იმ ფაქტის შესახებ დაწერა საჩივარი.
09:26 – ხელვაჩაურის 83-ე საოლქო კომისიის #2 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების” დამკვირვებელი თავზე ადგას რეგისტრატორებს, „ოცნების” მეორე აქტივისტი საარჩევნო კაბინებთან დგას, ისინი თავმჯდომარის მითითებებს ჩხუბით პასუხობენ.
09:25 – თეთრიწყაროს 26-ე საოლქო კომისიის #10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, მოხუც ქალბატონს ხელში ეჭირა ფურცელი, სადაც “41” ეწერა და თქვა, რომ უბნის გარეთ გადასცეს.
09:19 – თიანეთის 19-ე საოლქო კომისიის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა.
09:05 – მცხეთის 27-ე საოლქო კომისიის #10 უბანზე პირბადეები უკეთიათ წესის დარღვევით.
08:58 – ფოთის 70-ე საოლქო კომისიის #17 უბანზე „ნიუ პოსტის” ჟურნალისტს არ აძლევენ ტელეფონით გადაღების უფლებას და ემუქრებიან გაძევებით. იყო ხმაური და ჩხუბი. იმ ფაქტის შესახებ დაწერა საჩივარი.
08:52 – გურჯაანის მეთორმეტე საოლქო კომისიის #34 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიაში არ არის გადასატანი ყუთის ამომრჩევლის აღნიშვნები. ცესკოს წარმომადგენლის შენიშვნის მერე ეს ხარვეზი გასწორდა.
08:34 – ახალციხის 37-ე საოლქო კომისიის #4 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გამოვიდა კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით, ყუთის ზედამხედველმა ბიულეტენის ჩვენება თხოვა. იმ ფაქტის შესახებ დაწერა საჩივარი.
8:30 – ყარაჯალას 17-ე საოლქო კომისიის #38 საარჩევნო უბანზე კაბინაში იყო სამი ადამიანი, შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა ეს დარღვევა.
08:23 – ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის #7 საარჩევნო უბანზე არ უკეთიათ პირბადე, რაც საჩივრით გაპროტესტდა.
08:15 – მთაწმინის პირველი საოლქო კომიისის #1 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა ერთდროულად დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში, ის დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ ერთ-ერთმა დატოვა უბანი.
08:07 – ნინოწმინდის 41-ე საოლქო კომისიის #27 საარჩევნო უბანზე არ უკეთიათ პირბადე, ასევე არ გაუსინჯავთ სიცხე კომისიის წევრებისთვის/კომისიის თავმჯომარემ არ იცის ქართული. დაიწერა საჩივარი.
08:05 – გორის 32-ე საოლქო კომისიის #3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქე გამოვიდა გახსნილი ბიულეტენით, რასაც იქ მყოფმა ადამიანმა ფოტო გადაუღო.
08:00 – მცხეთის 27-ე საოლქო კომისიის #20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი პირბადის გარეშე დაუშვა თავმჯდომარემ უბანზე. დაკვირვებლის შენიშვნის შემდეგ ეს დარღვევა აღმოიფხვრა.
08:00 – ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის #116 საარჩევნო უბანზე დაირღვა კენჭისყრის პროცედურა. დაიწერა საჩივარი.
08:00 – დმანისის 24-ე საოლქო კომისიის #46 საარჩევნო უბანზე წილისყრა არ ჩატარდა. დაიწერა საჩივარი.
08:00 – ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გახსნილია.
07:50 – ვაკის მეორე საოლქო კომისიის #31 უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის დროს ჩანდა ფურცელზე დაწერილი ფუნქციების დასახელება. დაიწერა საჩივარი.
07:36 – მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის #85 საარჩევნო უბანზე წილისყრა არასწორად ჩატარდა. დაიწერა საჩივარი.
07:23 – ახალციხის 21-ე საოლქო კომისიის #14 საარჩევნო უბანზე წილისყრა არ ჩატარებულა.