
By
ხანძარი – საციხურში
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძარი გაუჩნდა მერაბ ვაშაყმაძის საცხოვრებელ სახლს. ხის ორსართულიანი შენობა და დამხმარე ნაგებობები სტიქიამ რამდენიმე წუთში შთანთქა.
ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრეები გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე იყვნენ და ხანძარს შეებრძოლნენ, მაგრამ იმ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო საქმე გაურთულდათ.
ხანძრის შედეგად, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არავინ დაზარალებულა.