აგვისტოს ომის გმირის საფლავთან
By

აგვისტოს ომის გმირის საფლავთან

ახლოვდება 8 აგვისტო. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გმირის: ბარათაულელი ამირან მამალაძის  უკვდავსაყოფად, მისი  საფლავისა და  მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება მისასვლელი  ბილიკი, აშენდება ფანჩატური, დამონტაჟდება  გარე განათების სისტემა, განთავსდება დეკორატიული აბრა, გაკეთდება  ფერდსამაგრი კედელი და სველი წერტილი.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საკრებულოს წევრი მურად ქათამაძე სოფელ ბარათაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს  გაეცნენ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *