აგვისტოში ცალკეულ რეგიონებში ტემპერატურა +40 გრადუსსაც მიაღწევს
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ზაფხულის მეორე ნახევარი საქართველოში იქნება ნამდვილი მზის ზეიმი. 20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება – დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში, ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე. ეს არ არის ანომალია +40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის კარგად ნაცნობი რეალობაა, რომელიც არაერთხელ გვინახავს. ელ-ნინიოს გავლენა ჩვენს ქვეყანაზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ხოლო ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა. იყავით მშვიდად, დატკბით ზაფხულის მშვენიერებით – ეს არის დრო, როცა ბუნება თავისი ძალითა და სითბოთი გვავსებს და ყოველი მზიანი დღე გვახსენებს, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია”,- წერს ფარტენაძე.