ანდრეი სიბიგა – „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში ტონისა და შეფასებების დადებითი ცვლილება შეინიშნება
By

ანდრეი სიბიგა – „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში ტონისა და შეფასებების დადებითი ცვლილება შეინიშნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, – მივესალმებით „დიდი შვიდეულის“ მტკიცე განცხადებას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის ახალ ნაბიჯებს მოიცავს.

მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაში შეინიშნება „ტონისა და შეფასებების“ დადებითი ცვლილება.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტონისა და შეფასებების პოზიტიური ცვლილება, ასევე, უფრო მჭიდრო თანხვედრა უკრაინასა და „დიდ შვიდეულში“ ჩვენს მოკავშირეებს შორის. მივესალმებით ასეთ ერთიანობას და სიძლიერეს. „დიდი შვიდეული“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიები ერთიანად დგანან უკრაინის გვერდით და უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის აღდგენის მიმართ ერთგულები არიან“, – აცხადებს სიბიგა. მისი თქმით, ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელსაც უკრაინა ძალიან აფასებს.

„ასევე, „დიდი შვიდეულის“ გულწრფელად მადლიერები ვართ მისი მზადყოფნისთვის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის თავდაცვისუნარიანობის, საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ავლენს მზადყოფნას, ჩაერთოს კეთილსინდისიერ დიპლომატიაში, საჭიროა არსებული ბერკეტების გამოყენება მოლაპარაკებების მაგიდასთან მის მისაყვანად. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს სიბიგა.

 

  • No Comments
  • ივნისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *