ატრაქციონები და ტრენაჟორები – სოფლებში
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახუნცეთში ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები დამთავრდა. პროექტის ფარგლებში დაიგო არმირებული ბეტონისა და კაუჩუკის ფილები, ასევე, დამონტაჟდა ესკიზის შესაბამისი სხვადასხვა ინვენტარი და ატრაქციონი.

სოფელ მილისში ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აქაც ბეტონის, კაუჩუკის ფილები დააგეს, ბორდიურები, ლითონის კონსტრუქციები გააკეთეს, სახურავი შეაკეთეს, ტრენაჟორები დაამონტაჟეს.
სამუშაოები მოინახულეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნადიმ ვარშანიძემ და ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა რეზი ვარშანიძემ, საკრებულოს წევრმა ლევან ვერძაძემ.
– სოფლებში ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მიზანია თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ხოლო ბავშვებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქმნება დამატებით კომფორტული და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეები. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სოფლებში ცხოვრების ხარისხსა და დასვენების შესაძლებლობებს, – თქვა მამუკა თურმანიძემ.
ცოტნე ცაბაძე