By
აღდგომა – სხალთის ეპარქიაში
მრევლს ვერ იტევდა დაბა შუახევის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი. აქ სააღდგომო წირვა-ლოცვა მეუფე სპირიდონმა და ეპარქიის მღვდელმსახურებმა აღავლინეს. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტების მერები მამუკა თურმანიძე, ომარ ტაკიძე, ვახტანგ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ისინი ასევე იყვნენ დაბა ქედის წმინდა ნიკოლოზის ტაძარსა და გამონათლევის წმინდა გიორგის ტაძრებში.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა

