აშშ იმედოვნებს, რომ ახალი დარტყმები თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს
By

აშშ იმედოვნებს, რომ ახალი დარტყმები თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს

აშშ-მა სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანთან ომის შესაძლო განახლების შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-მა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, ირანის წინააღმდეგ მოკლევადიანი და ინტენსიური სამხედრო კამპანიის განახლებისთვის მოემზადონ.

როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ახალი სამხედრო მოქმედებები თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს.

წყაროების ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ტეხასის შტატიდან ახლო აღმოსავლეთში გადააქვთ. ასევე, სამხედროები საბრძოლო მასალების მარაგებს ავსებენ, ხოლო ბომბდამშენები და გამანადგურებლები იერიშებისთვის ემზადებიან.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა განახლებული დარტყმების სამიზნე, შესაძლოა, ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ბირთვული ობიექტები იყოს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *