აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
By

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის Hawk-ის ტიპის სარაკეტო სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო უცხოური სამხედრო გაყიდვა დაამტკიცოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთანხმების სავარაუდო საერთო ღირებულება 108.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხო ნაბიჯია.

„ეს შესაძლო გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ძალაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაყიდვა „გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს“.

 

  • No Comments
  • მაისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *