აჭარაში  ბრაკონიერობის ფაქტები გამოვლინდა
By

აჭარაში  ბრაკონიერობის ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 232 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  ინფორმაციას  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით,  ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 460 კგ-ს გადააჭარბა.
ყველაზე მეტი – 96 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 83 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 63 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 52 – ქვემო ქართლში, 45 – კახეთში, 32 – შიდა ქართლში, 14 – გურიაში, 11 – აჭარაში, 10 – სამცხე-ჯავახეთში. 41 ფაქტი კი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
„უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია პრევენცია. ამ მიმართულებით  ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *