აჭარის მუნიციპალიტეტებში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გაიმართა
By

აჭარის მუნიციპალიტეტებში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გაიმართა

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აჭარის მუნიციპალიტეტებში – ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედასა და ხულოში, სკრინინგის ფართომასშტაბიანი მორიგი კამპანია გაიმართა.
კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, ასევე, ტუბერკულოზის, B,C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის კვლევები.
სკრინინგის მიმდინარეობას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე.
კამპანიის მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა, დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების განვითარების რისკს და ზრდის ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას.
გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. ასევე, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება B,C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

  • No Comments
  • ივლისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *