აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები ანტალიაში იმყოფებიან
By

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები ანტალიაში იმყოფებიან

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის (ABWA) 25-წევრიანი დელეგაცია ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს საერთაშორისო ბიზნესსამიტში Phoenix Women in Business Summit 2026, რომელიც ანტალიაში იმართება.

სამიტის პირველი დღე მონაწილეთა რეგისტრაციით, გაცნობითი შეხვედრებითა და საერთაშორისო ნეთვორქინგის აქტივობებით დაიწყო. ღონისძიება აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მეწარმე, ლიდერ და ინოვატორ ქალებს, რომლებიც გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული შესაძლებლობების შექმნის მიზნით ერთ სივრცეში იკრიბებიან.

„Phoenix Women in Business Summit“-ი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ლიდერული შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ბიზნესკავშირების გაფართოებას.

ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ჩართულიყვნენ საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან არაფორმალურ შეხვედრებში.

 

  • No Comments
  • ივნისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *