By
ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
უწყების ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდასა და მათ საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად.
საინფორმაციო შეხვედრები აჭარის რეგიონში მოქმედ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეტაპობრივად გაგრძელდება.