By
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა
ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელიც 17 წევრისგან შედგება. მისი მიზანი ახალგაზრდების ინტერესებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართვაა.
გაიმართა მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო.
საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ ინეზა ართმელაზე აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ – თიკა თავართქილაძე.
– მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი იდეების მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
