ახალი რეკორდული მონაცემი – 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში
2026 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, 38,582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხით, 2026 წლის პირველ კვარტალში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 1,300,505 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.1%-ით , -14,323 ვიზიტით ნაკლებია. 3 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა და 238,368 შეადგინა. ვიზიტიორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები. 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +30.2%-ით მეტია.