ახალი ტურისტული მარშრუტით ბელარუსი ტურისტები მოიხიბლნენ
By

ახალი ტურისტული მარშრუტით ბელარუსი ტურისტები მოიხიბლნენ

ოქროპილაურელი ვაჟა დავითაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშემწყობად ითვლება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, მან რამდენიმე ახალი ტურისტული მარშრუტის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა. უკვე ამ ტერიტორიებს უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორები სტუმრობენ.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

სოფელ ოქროპილაურს სარწყავი არხი ემსახურება. წყალი მშვენიერ ბუნებაში ღია დინებით მოდის. ვაჟა დავითაძემ ბუნებით ბოძებულის სიმშვენიერე ტურისტულ  ობიექტად აქცია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის გიდებმა და 20-მდე ბელარუსმა ტურისტმა ახალი ტურისტული ბილიკი ვაჟასთან ერთად დალაშქრეს. რიკიხეთი-ოქროპილაურის 5-კილომეტრიან მარშრუტზე ტურისტებს საპიკნიკე ადგილიც დახვდათ. მოლაშქრეებმა  ოქროპილაურში ვაჟა დავითაძის მიერ მოწყობილი მარანიც დაათვალიერეს, ვერანდაზე გაშლილ სუფრასთან, მის საკარმიდამოში მოწეული ბოსტნეული და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.

– აჭარაში პირველად არ ვარ, – გვითხრა ალექსანდრე ლავროვიჩმა, – ეს სილამაზე, ბუნების წიაღში გატარებული რამდენიმე საათი ჩემს ცხოვრებაში ნათელ მოგონებად დარჩება. საოცარი  მარშრუტი თანამემამულეებთან ერთად დავლაშქრე.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *