ბავშვები – ჩვენი მომავალი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
***

ბავშვები, მათი მშობლები და ახლობლები შეიკრიბნენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, რომელიც დაბა ქედის N1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა სიმღერით გახსნეს. კონცერტში მონაწილეობდნენ. ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ანსამბლების ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ბავშვებს ზეიმი მიულოცეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ.
დღის განმავლობაში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ანიმატორისა და მულტფილმის გმირების მიერ მოწყობილ გასართობ თამაშებში, მოიხატეს სახე. დეკორატიულ სივრცეებთან და ხატვის კუთხესთან გაიმართა ფოტოსესია.
***

დაბა შუახევში არსებული ცენტრალური სტადიონი შეარჩიეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების გასამართად.
პატარების მხიარულ განწყობაზე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრი „დონალდო ლენდი“ ზრუნავდა, რომელმაც მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა წარმოადგინა და ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
შეკრებილებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე, მალხაზ ტაკიძე.
მოეწყო ანიმატორების შოუ, ზღაპრის გმირების წარმოდგენები, სახეზე ხატვის კუთხე და დეკორატიული სივრცეები ფოტოსესიისთვის.
***

ხულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა. სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, მათ თანხლებთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ.
ბავშვები ჩართული იყვნენ სურვილების დაფის გაფორმებაში, ფერადი ცარცებით ხატვასა და სხვადასხვა შემოქმედებით თუ გასართობ თამაშებში.
საზეიმო განწყობის შექმნაზე ზღაპრის გმირებიც ზრუნავდნენ, რომლებმაც პატარებს მხიარული და სადღესასწაულო გარემო შეუქმნეს.

