ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
By

ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, შემოწმდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. მისი ბარგის დეტალური დათვალიერებისას მებაჟეებმა სხვადასხვა დასახელების აკრძალული ფსიქოტროპული პრეპარატები აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი ბარგიდან ამოღებულია ჯამში, ფსიქოტროპული მედიკამენტის 864 კაფსულა და აბი.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ ფაქტზე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *