ბათუმის საზღვაო აკვატორიაში თურქული კომპანიის გემი ეკიპაჟის გარეშე დაფიქსირდა
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო აკვატორიაში თურქული კომპანიის გემი ეკიპაჟის გარეშე დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრის ინფორმაციით, გემი ერთ-ერთ თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ის ეკიპაჟის გარეშე დარჩა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა.
„ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა. გემი იდენტიფიცირებულია და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ კოორდინირებულ რეჟიმში. ადგილზე იმყოფებოდა კომპეტენტური ორგანოები, ასევე, მიმდინარეობდა გემის ბუქსირების და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები თურქულ მხარესთან კოორდინაციით” , – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.