By
ბათუმი კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
21-29 ნოემბერს ჩვენი ქალაქი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს ჭადრაკში – ფიდეს მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 48 ახალგაზრდა მოჭადრაკე იასპარეზებს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.
ტურნირი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ასპარეზობა ექვს კატეგორიაში – 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი წრიული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდება.
მანანა ძიძიშვილი