By
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა
2026 წლის ივნისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,2%-ით გაიზარდა – გაიყიდა 1.468 ბინა. ინფორმაციას Colliers Georgia ავრცელებს.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 28,2%-ით და 100 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 11,6%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი შემცირდა 26,4%-ით.