„ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას“
By

„ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას“

ირანის პორტების ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, შეიძლება, ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას. ბლოკადა, რომელიც ჩვენ გვაქვს, საზღვაო ბლოკადა, იგი შესანიშნავია. ჩვენი სურვილის გარეშე არცერთი გემი არ შესულა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობის წართმევა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *