„ბოჰემურები“ – პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
2 ივლისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მორიგი პრემიერა – სახელწოდებით „ბოჰემურები“ გაიმართა, რომლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ირაკლი კავსაძე გახლავთ,
მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე, ქორეოგრაფი – ირინა კავსაძე, რეჟისორის თანაშემწე კი ნატო ღლონტია. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ადამი – გიორგი ტაბიძე, ევა – ირინა კავსაძე, გველი – ქეთა ბარამიძე, კაენი – ტამანგო ჯღერია, აბელი – კახაბერ ბრეგაძე, კალიგულა – დავით მამრიკიშვილი, ელიზაბეტი – მარიამ მაშავა, ბუნება – ნინა დიასამიძე, თამარ ბოლქვაძე.

სპექტაკლში გამოყენებული იყო სხვადასხვა კომპოზიტორის მუსიკა:
გია ყანჩელის, ალფრედ შნიტკეს, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, არამ ხაჩატურიანის და კონსტანტინე (კოკი) ლორთქიფანიძის.
ორიგინალური დადგმის ავტორები: რეჟისორი – პაატა ციქურიშვილი
ქორეოგრაფი – ირინა ციქურიშვილი.
ქორეოგრაფიულ-მუსიკალური, უსიტყვო წარმოდგენა ერთ მოქმედებად
ადამიანის ისტორიაზე იყო აგებული – დაბადებიდან მონანიებამდე.
სპექტაკლი ბიბლიური და ისტორიული მოტივების შერწყმით მოგვითხრობს კაცობრიობის მარადიულ გზაზე. ადამისა და ევას შექმნიდან, კაენის ცოდვიდან და ბაბილონის გოდოლის აღზევება-დანგრევიდან იწყება მოგზაურობა, რომელიც სხვადასხვა ეპოქის მეფეების, იმპერატორების, ომების, გამარჯვებებისა და ბოჰემური ცხოვრების ფრაგმენტებს აცოცხლებს.
მარიამ ხითარიშვილი