ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში პრევენციული ღონისძიებები გატარდა
By

ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში პრევენციული ღონისძიებები გატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 10 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.ინფორმაციას გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის  დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.

2026 წელს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე – ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, რიონი, ჭანისწყალი, ლესისწყალი, მტკვარი, ასევე, ზღვის სანაპიროზე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ კი თევზმახეები იქნა ამოღებული გურჯაანიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სარწყავი არხებიდანაც.

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *