გადაადგილების დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ ცვლილებები
By

გადაადგილების დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ ცვლილებები

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის ოპტიმიზაციისა და მოძრავი შემადგენლობის როტაციის ფარგლებში, №3 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ISUZU-ს მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები OTOKAR-ის მარკის 12-მეტრიანი, მაღალი ტევადობის მუნიციპალური ავტობუსებით ჩანაცვლდა.

ამასთანავე, №7 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ATAMAN-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, მოძრაობას ISUZU City Bus-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები განახორციელებენ.

აღნიშნული როტაცია განხორციელდა მგზავრთნაკადის გათვალისწინებით და მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მგზავრთა კომფორტის ზრდასა და სატრანსპორტო მომსახურების ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

გაზრდილი ტევადობის ავტობუსების ხაზზე ჩართვა ხელს შეუწყობს მეტი მგზავრის უსაფრთხო, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას.

უწყების ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთზე. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის №2, №9, №12, №16, №20, №22, №26, №26ა, №33 სამარშრუტო ხაზები დაუბრუნდნენ მოძრაობის პირვანდელ სქემას და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზეც. შესაბამისად, მუნიციპალური ავტობუსები №1, №10, №10ა, №15 სამარშრუტო ხაზები დაუბრუნდნენ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 

 

  • No Comments
  • ივნისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *