გარევაჭრობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს
By

გარევაჭრობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციული ზედამხედველობის მიერ, სანაპირო ზოლის მიმდებარედ, საფეხმავლო ბილიკზე, მოქალაქეების მიერ თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლების ალაგება მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

უწყების ინფორმაციით, უნებართვო კომერციული საქმიანობა ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმას ითვალისწინებს.

მუნიციპალური ინსპექციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები, გარევაჭრობაზე მონიტორინგს სხვა ცენტრალურ ქუჩებზე, ეტაპობრივად უზრუნველყოფს.

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *