გასვლითი სამუშაო შეხვედრა
By

გასვლითი სამუშაო შეხვედრა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა რამაზ ალიქაძემ მორიგი გასვლითი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს.

მათ მოისმინეს ინფორმაცია თემში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმსჯელეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე.

შეხვედრის შემდეგ მერმა, პირველ მოადგილესთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის მიღება გამართა. მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე დამაიმედებელი პასუხები მიიღეს.

– მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებას, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების დროულ გამოვლენას, გადაჭრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *