გაცნობითი შეხვედრა – ქობულეთში
By

გაცნობითი შეხვედრა – ქობულეთში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ბსუ-ის რექტორ ტიტე აროშიძესთან ერთად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბსუ-ის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას ქობულეთის მერია  ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა და განსაკუთრებული ყურადღება მეცნიერების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის, თანამედროვე სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიები, უახლესი სტანდარტებით მშენებარე სათბური, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობების კოლექციები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი სამეცნიერო საქმიანობას მცენარეთა დაცვის, ბიომრავალფეროვნების კვლევისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით ახორციელებს.
შეხვედრას ბსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივლისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *