„გახარიები“ ჩარჩენილები არიან 2022-20023 წლების საგარეო პოლიტიკის ნაწილში“
By

„გახარიები“ ჩარჩენილები არიან 2022-20023 წლების საგარეო პოლიტიკის ნაწილში“

გიორგი გახარიას პარტიის წევრები არ ეცნობიან ჩვენი სამინისტროს საგარეო პოლიტიკას, არ ეცნობიან იმ უმაღლესი რანგის ვიზიტებს რომელსაც ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ახორციელებს, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.

„იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რა ეკონომიკური და ევროგაფართოების უსაფრთხოების დღის წესრიგიც დგას გლობალურად, თვითონ ინტერპელაციის კითხვები აჩვენებს იმას, რომ „გახარიები“ ჩარჩენილები არიან 2022-20023 წლების საგარეო პოლიტიკის ნაწილში. ეს არის ტრაფარეტული კითხვები, ყოველგვარი ანალიზისგან დაცლილი“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს.

 

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *