გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
By

გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა კომისარს გააცნო სამინისტროს საქმიანობა, პრიორიტეტები და განხორციელებული რეფორმები.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება.
შეხვედრის დასასრულს, საუბარი შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსაც.

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *