გივი მიქანაძე – გაეროში ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე
By

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს სათავო ოფისში, გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში ფელიპე პაულიერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. მინისტრმა გაეროს წარმომადგენელს ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ECOSOC-ის ახალგაზრდობის ფორუმის მნიშვნელობასა და გლობალურ ახალგაზრდულ დიალოგში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას.
საუბარი შეეხო 2026 წლის სამოქმედო გეგმასა და კვლევას, რომელიც სამინისტრომ ახალგაზრდობის სფეროს საჭიროებების შეფასების მიზნით ჩაატარა.
მინისტრის განცხადებით, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და მათი ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, ახალგაზრდულ ბანაკებს, საგრანტო კონკურსებსა და მრჩეველთა საბჭოებს.
გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო ბანაკებზე, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთთან თანამშრომლობით ახორციელებს და აღნიშნა, რომ წელს პროექტში თურქეთიც აქტიურად ჩაერთვება.
ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მინისტრს გამოცდილების გაზიარებისთვის და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრის დასასრულს, ფელიპე პაულიერმა გივი მიქანაძე საერთაშორისო ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ნიუ-იორკში გაიმართება.

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *