By
გრან პრის ერთ-ერთ ეტაპს ბათუმი უმასპინძლებს
ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა მომავალი სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ქართველ მოციგურავეებს გრან პრის ეტაპებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ელით ასპარეზობა. იუნიორთა შორის გრან პრის ერთ-ერთ ეტაპს ბათუმის საციგურაო არენა უმასპინძლებს. შეჯიბრება 23-26 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს უფროსებში, მას შვეიცარიის ქალაქი ლოზანა უმასპინძლებს მომავალი წლის 25-31 იანვარს, მსოფლიო ჩემპიონატს კი ფინეთის ქალაქი ტამპერე (15-21 მარტს).
გრან პრის ფინალი კი როგორც უფროსებში, ისე იუნიორებში, ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში 10-13 დეკემბერს გაიმართება.
მანანა ძიძიშვილი