დაბა ოჩხამურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
By

დაბა ოჩხამურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში  ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, დაიგება  დეკორატიული ფილები, განთავსდა საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი გარეგანათების სისტემა.
მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, მოადგილე გელა გოგიტიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის ფარგლებში სამუშაოები  მიმდინარეობს სოფელ აჭშიც. უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია სოფელ ხუცუბნის ცენტრის მოწესრიგება.

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *