დადგენილება
საქმე №01-10/225
საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ
ქ. ბათუმი 11 მაისი, 2026 წელი
შპს ,,აჭარის ა რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” არბიტრი: დავით კეკენაძე
საარბიტრაჟო მოსარჩლე: შპს `მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პიაცა კაპიტალი~, ს/კ 445257763 (დირექტორი – სულხან ჯორთმენაძე პ. ნ. 61001014228 №13705410).
წარმომადგენელი: ირაკლი კანდელაკი (პ. ნ. 61001021842), თანახმად მინდობილობისა ვადით 31.12.2027 წ.
საარბიტრაჟო მოპასუხეები:
1. მოვალე/მსესხებელი შპს ,,როკოროოზ.კო” ს. კ. 445560553 (დირექტორი – დიანა ზიიადუსტ (პ. ნ. 61001067398), თანახმად ამონაწერისა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან B25047011, 25.03.2025 წ.;
2. იპოთეკის საგნის მესაკუთრე: ფ/პ დიანა ზიიადუსტ (პ. ნ.с 61001067398), თანახმად ამონაწერისა საჯარო რეესტრიდან №882025223034 27.02.2025 წ.
დავის საგანი: ფულად-საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხების, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის და საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაკისრება მოპასუხეზე.
ერთპიროვნულად განვიხილე საარბიტრაჟო მოსარჩლის წარმომადგენლის შუამდგომლობა `საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ~.
აღწერილობითი ნაწილი:
აღნიშნულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით 2026 წლის 14 აპრილს, შპს ,,აჭარის ა რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” არბიტრმა ნინო ვაშაყმაძემ მიიღო დადგენილება ,,საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების და არბიტრაჟის კომპეტენციის ცნობის შესახებ”. არბიტრაჟის რამდენიმე მცდელობა, მოპასუხეს ჩაბარებოდა საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, დასრულდა უშედეგოდ. დაზღვეული საფოსტო გზავნილი გაიგზავნა ხელშეკრულებაში და საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ იურიდიულ მისამართზე, გარდა ამისა, გზავნილი გაიგზავნა საზოგადოების დირექტორის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
2026 წლის 11 მაისს საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელმა არბიტრაჟს წერილობითი შუამდგომლობით მომართა `საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მის საჯაროდ მოწვევის შესახებ~, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ სხვა გზით საარბიტრაჟო მოპასუხეზე გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია საჯარო გზით მხარის მოწვევა.
ვიხელმძღვანელე რა ,,არბიტრაჟის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8, მე-16, 27-ე, 32-ე მუხლებით და მუდმივმოქმედი ,,არბიტრაჟის დებულების” მე-13 მუხლის 1 და 6 პუნქტებით:
დავადგინე:
1. სამოქალაქო საქმეზე, №01-10/225, მოპასუხეზე შპს ,,როკოროოზ.კო”-ზე, ს. კ. 445560553 (დირექტორი – დიანა ზიიადუსტ, პ. ნ. 61001067398, იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის ქუჩა №29). საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩასაბარებლად საჯარო მოწვევის შესახებ;
2. განემარტოს შპს ,,როკოროოზ.კო” ს. კ. 445560553, (დირექტორი დიანა ზიიადუსტ (პ. ნ. 61001067398), რომ წინამდებარე დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან შვიდი დღის განმავლობაში, გამოცხადდეს შპს ,,აჭარის ა რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟში” (ქ. ბათუმი, ახ. მელაშვილის ქ. №26, მე-3 სართული, საკ. ტელ: 577 11 88 35, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა), საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარბიტრაჟო უწყება, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, საჯარო მოწვევის, საჯაროდ გამოცხადებიდან შვიდი დღის გასვლის შემდგომ ჩაითვლება ჩაბარებულად;
3. საჯარო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთ `აჭარაში~ მოსარჩლე მხარის ხარჯით;
4. არბიტრაჟის დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
შპს ,,აჭარის ა რ სავაჭრო-სამრეწველო
პალატასთან არსებული საერთაშორისო
არბიტრაჟის” არბიტრი
ნინო ვაშაყმაძე